“ლესტერში” ტრავმიანობაა – გუნდს დრინქვოთერიც გამოაკლდა

სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება “ლეტსერის” გულშემატკივრებისთვის.

ინგლისის ჩემპიონატის გუნდის ნახევარმცველი, დენი დრინქვოთერი ტრავმირებულია და იგი ამ სეზონში თამაშს ვეღარ მოახერხებს. 27 წლის ინგლისელს ბარძაყის ტრავმა აწუხებს.

ამის შესახებ კრეგ შექსპირმა განაცხადა: “დენის დასვენების და გამოჯანმრთელების საშუალება უნდა მივცეთ. სამი თამაში დარჩა და იგი, დიდი ალბათობით, ვერცერთ მათგანში ვერ მიიღებს მონაწილეობას.”

“ლესტერი”, რომელმაც წინა ტურში “უოტფორდი” დაამარცხა (3:0), შაბათს, “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ კიდევ ორი მოთამაშის გარეშე გამოვა. ესენი რობერტ ჰუტი და ვეს მორგანი არიან.

ვეს მორგანი: “ლესტერი” შანსს ელოდებოდა და იგი შესანიშნავად გამოიყენა!”

18 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მათგნაში “ლესტერ სიტიმ” “კოპენჰაგენი”, ანგარიშით, 1-0 დაამარცხა და 9 ქულით საკუთარ ჯგუფს ლიდერობს.

კიდევ ერთი 3 ქულის მოპოვების შემდეგ გუნდის კაპიტანმა, ვეს მორგანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ეს კიდევ ერთი ტესტი იყო, რათა უფრო დავწრმუნებულიყავით ჩვენს ძალებში. ძალიან დიდი შრომის გაწევა მოგვიწია; ჩვენს შანსს დაველოდეთ და ის შესანიშნავად გამოვიყენეთ, რამაც შეხვედრაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.”

“სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო, რისთვისაც მადლობას ვუხდი გულშემატკივარს. ისინი მთელი თამაშის მანძილზე გვამხნევებდნენ. ეს იყო ისეთი საღამო, რომლის მსგავსებისთვისაც ღირს ცხოვრება!” – განაცხადა მორგანმა.