ვანდა ნარა: “დაივიწყეთ, იკარდი “ინტერიდან” არ წავა”

მილანური “ინტერის” არგენტინელი ფორვარდის, მაურო იკარდის მეუღლემ და აგენტმა, ვანდა ნარამ განაცხადა, რომ კლუბის უდიდეს ფან-კლუბთან დაპირისპირების მიუხედავად, იკარდი კლუბის დატოვებას არ აპირებს.

“იკარდი “ინტერიდან” წასვლას არ აპირებს, ის 100 პროცენტით დარჩება. ის არის და კვლავ იქნება გუნდის კაპიტანი, რაშიც ეჭვი არც არავის შეუტანია.

გასულ ზაფხულში მას რამდენიმე შესაძლებლობა მიეცა კლუბის დატოვებისა, თუმცა მან კლუბში დარჩენა არჩია იმ დამოკიდბულების გამო, რაც მასსა და გულშემატკივრებს შორის იყო.

გაზეთები იწერებოდნენ უზარმაზარ ჯარიმაზე, მაგრამ საქმე ასე არ არის. ჯარიმა სულ მცირედი ნაწილია იმისა, რასაც იკარდი თვის მანძილზე იღებს ხელფასის სახით. მან ამ თანხის ქველმოქვედებაში გაგზავნაც ითხოვა.” – განაცხადა ნარამ.