არველაძის “მაქაბიმ” “სტუმრად “ალკმაარი” დაამარცხა

უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში შოთა არველაძის მიერ დამოძღვრილი თელ-ავივის “მაქაბი” “ალკმაარს” ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ქართველი სპეციალისტის ფაქტორის გამო მატჩი იმთავითვე იქცევდა ყურადღებას. როგორც მოგეხსენებათ, არველაძე “ალკმაარის” ღირსებას ჯერ მოთამაშის რანგში იცავდა, შემდეგ კი გუნდის მწვრთნელადაც მუშაობდა.

დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში 24-ე წუთზე სტუმართა თავდამსხმელმა სკარიონემ გახსნა. პირველი ტაიმი “მაქაბის” ერთბურთიანი უპირატესობით დასრულდა, თუმცა 72-ე წუთზე რობერტ მიურენმა წონასწორობა აღადგინა. 82-ე წუთზე ეიალ გოლასამ ლამაზი დარტყმით არველაძის გუნდი კიდევ ერთხელ დააწინაურა და მატჩის საბოლოო წერტილიც დასვა — 1:2.

ევროპის ლიგა
D ჯგუფი
“ალკმაარი” — თელ-ავივის “მაქაბი” 1:2 (0:1)

გოლები: მიურენი 72′ — სკარიონე 24′, გოლასა 82′.

ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში სანკტ-პეტერბურგის “ზენიტმა” სტუმრად “დანდოლკი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

D ჯგუფში ასეთი სიტუაციაა:

standing