რა თანხა მიიღო 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის თილისმის ავტორმა

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის თილისმად მგელი, სახელად “ზაბივაკა” აირჩიეს. პერსონაჟის ავტორი 21 წლის სტუდენტი ეკატერინა ბოჩაროვა გახლავთ.

“მგელი სხვა ქვეყნებშიც ცნობილია, მაგრამ რუსეთში ამ ცხოველის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებაა, ხშირად ფიგურირებს რუსულ ზღაპრებში. გულით ვეცადე, გადმომეცა ის სიყვარული, რასაც ამ ცხოველის მიმართ ვგრძნობ. მინდოდა, გადმომეცა ზოგიერთი თავისებურება, განსაკუთრებით თვალებითა და ყურებით.

500 ამერიკული დოლარი გადამიხადეს. მგელზე უფლებები ფიფას ხელში გადავიდა. ეს ჯერ კიდევ ესკიზების საწყის ეტაპზე ვიცოდი. ბავშვობიდან ვოცნებობ ანიმაციაზე, პერსონაჟების ხატვაზე. მომავალში “დისნეიში” მუშაობა მინდა”, – აღნიშნა ეკატერინა ბოჩაროვამ.

კითხვაზე, თუ რატომ მიიღო ასეთი მცირე თანხა, მსოფლიოს ჩემპიონატის თილისმის ავტორმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა.

Zabivaka - Ekaterina Bocharova