კურიოზული ეპიზოდი განვითარდა ინგლისის ჩემპიონატის რანგით მეოთხე დივიზიონის შეხვედრაში. “ეკრინგტონ სტენლის” ფეხბურთელებმა “ქროული თაუნის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში გოლის გატანის საოცარი შანსი გაუშვეს ხელიდან.
ახლო მანძილიდან შვიდ წამში შესრულებული ხუთი დარტყმა და გაფუჭებული საგოლე მომენტი ახლა მთელი ინგლისისთვის საქილიკო თემა გახდა.
ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მატჩი უგოლოოდ მიილია.
Never worried… ????⚫️ pic.twitter.com/SaaZhpYFyL
— Crawley Town (@crawleytown) 24 October 2016