რუდი გარსიამ რომის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართა შეხვედრა, სადაც რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
“გასულ უიქენდზე გუნდმა დაინახა როგორი ბრაზიანი მწვრთნელიც ყავს. იმედი მაქვს, რომ კატანიაში მომხდარი საშინელება მომავალში აღარ განმეორდება. დარწმუნებული ვარ, კვირას მოედანზე თერთმეტ მგელს ვნახავთ.
მომდევნო სეზონზე დიდი გეგმები გვაქვს. ალბათ წლევანდელზე ნაკლებ ქულას ავიღებთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სკუდეტო ჩვენი იქნება. მადრიდი “ატლეტიკო” შესანიშნავი მაგალითია” – განაცხადა გარსიამ.
რომა – იუვენტუსის მატჩი კვირას, 11 მაისს გაიმართება.