ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ექს-კაპიტანი კარლოს ალბერტო ტორესი, რომელსაც ბევრი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველადაც მიიჩნევს, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ტორესი, რომელიც ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა, გულის შეტევისგან სამშაბათს გარდაიცვალა.
ტორესმა გულშემატკივრებს თავი ბრაზილიასა და იტალიის ნაკრებებს შორის გამართულ ფინალში გატანილი ბოლო, მეოთხე გოლით დაამახსოვრა (4-1).
O que fica é o agradecimento por tudo que fez para o Botafogo: obrigado, Carlos Alberto Torres! #EternoCapita #DescanseEmPaz pic.twitter.com/5na0NHE7qY
— Botafogo F.R. (@BotafogoOficial) October 25, 2016