ოფიციალურად: იულიან დრაქსლერი “პსჟ”-ს ფეხბურთელია

სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ “ვოლფსბურგის” უკვე ყოფლი ფეხბურთელი, იულიან დრაქსლერი ფრანგულ “პსჟ”-ში გადავიდა.

გერმანელი ფეხბურთელი პარიზული გუნდის ბოსებს 35 მილიონი ევრო  (+10 მილიონი შესაძლო ბონუსი) დაუჯდათ. დრაქსლერი, ხელშეკრულების თანახმად, ოთხ-ნახევარი წელი დარჩება კლუბში. ფეხბურთელის ხელფასი არ საჯაროვდება.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის სპორსტმენი 2010-2016 წლებში “შალკეს” ღირსებას იცავდა. ბოლო წელიწად-ნახევარი კი “ვოლფსბურგში” გამოდიოდა.

“ვოლფსბურგი” კევინ დე ბრუინისა და ივან პერიშიჩის გაყიდვას ნანობს

გერმანული “ვოლფსბურგის” სპორტული დირექტორი კლაუს ალოფსი აღიარებს, რომ გერმანულმა კლუბმა კევინ დე ბრუინისა და ივან პერიშიჩის გაყიდვით შეცდომა დაუშვა.

“წარსულში რამდენიმე ისეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლებიც წარმატებულები არ გამოდგნენ. ” – განუცხადა ალოფსმა Sport Bild-ის ჟურნალისტებს.

“დე ბრუინისა და ივან პერიშიჩის გაყიდვა მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისიტ იყო გამართლებული, თუმცა ახლა ამას ნამდვილად ვნანობთ.

მართალია, შემოსული თანხით მათი ჩამნაცვლებლები შევიძინეთ, რომლებთაც ფურცელზე ყველაფერი უკეთესობისკენ უნდა წაეყვანათ, თუმცა არჩევანში არ გაგვიმართლა. ჩავფლავდით.”