მართალია, ფეხბურთსა და მულტი-მილიონერთა ბიზნესს შორის სხვაობა უფრო და უფრო მცირდება, თუმცა ზოგჯერ ეს ადამიანები კეთილ საქმეებსაც სჩადიან.
ერთი ასეთი შემთხვევა ესპანეთში დაფიქსირა, სადაც “რეალ სოსიედადის” ხელმძღვანელებმა ადგილობრივთა დასახმარებლად მცირეოდენი რამ მაინც გააკეთეს.
საქმე რუბენ ვიტორიანოს, უსახლკარო მამაკაცს ეხება, რომელმაც ბინა ვიტორიას სიახლოვეს დაიდო. უკვე სამი წელია, რაც რუბენი ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებს. ბოლო 8 თვე კი ამ უკანასკნელმა “სოსიედადის” სტადიონის, “ანოეტას” კართან გაათენა.
ბასკური კლუბის ხელმძღვანელებს ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ესპანელებმა ვიტორიანოს 2-თვიანი კონტრაქტი გაუფორმეს, რომლის გახანგრძლივებაც რეალობასთან ძალიან ახლოსაა. ვიტორიანოს საქმიანობა კი მოედნის საფარის მეთვალყურეობას გულისხმობს.