მადრიდის “რეალის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი, ხულენ ლოპოტეგი, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ “ბლანკოსს” ჩაიბარებს.
როგორც ცნობილი ხდება, მადრიდული გრანდი 51 წლის სპეციალისტთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ლოპოტეგი ესპანეთის ნაკრებს 2016 წლიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით “ფურია როხამ” 19 მატჩი ჩაატარა, მოიგო 13 და ფრედ დაასრულდა 6.
ლოპოტეგი 1988-91 წლებში მადრიდის “რეალის” მეკარე იყო, თუმცა მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება შეძლო ესპანეთის ჩემპიონატში. 1994-1997 ლოპოტეგი “ბარსელონას” ღირსებას იცავდა.