“მოზერუელი” კლუბის ფანებმა 1 ფუნტად შეიძინეს

ფანკლუბმა The Well Society “მოზერუელის” აქციათა 76 პროცენტი ერთ ფუნტ სტერლინგად შეიძინა.

გულშემატკივართა მფლობელობაში კლუბის გადაცემის პროცესი 2015 წლის იანვარში დაიწყო, როდესაც ჯონ ბოილმა ლეს ჰატჩისონს აქციათა საკონტროლო პაკეტი იმ პირობით მიჰყიდა, რომ მომავალში კლუბი ფანების მმართველობაში გადავიდოდა. მიმდინარე წელს მხარეებს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რომელიც წარმატებით დასრულდა და ფანკლუბმა ლეს ჰატჩისონისგან აქციათა პაკეტი (76%) ერთ ფუნტად შეიძინა.

შოტლანდიის პრემიერშიფის მიმდინარე გათამაშების სატურნირო ცხრილში “მოზერუელს” 9 ქულით ბოლოსწინა პოზიცია უკავია.