“რეალმა” “ალავესი” გაანადგურა (ვიდეო)

დღეს ლა ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მათგანში მადრიდის “რეალი” სტუმრად “ალავესს” დაუპირისპირდა. მატჩი მთლიანად “თეთრების” უპირატესობით წარიმართა. მიუხედავად ამისა, ანგარიში მე-7 წუთზე მასპინძელთა მოთამაშემ, დეივერსონმა გახსნა. თუმცა, მე-17 წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი გამოიყენა, უგოლო მატჩების სერიას ბოლო მოუღო და ანგარიში გაათანაბრა. მეტიც, 16 წუთში “რონიმ” დუბლი შეასრულა.

მეორე ნახევარში “ალავესის” კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა. 79-ე წუთზე მისი გამოეყენება და ჰეთრიკის შესრულება რონალდუმ ვერ შეძლო. მაგრამ ალვარო მორატამა მაინც გაუტანა მეტოქეს მესამე გოლი (84 წთ.). ყველაფერს წერტილი 88-ე წუთზე ისევ და ისევ კრიშტიანუმ დაუსვა – 1-4.

“რეალს” 24 ქულა აქვს და ერთპიროვნულად ლიდერობს ჩემპიონატს. “ალავესი” კი 10 ქულით მე-13 პოზიციაზეა.