ფიფამ წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ჯილდოს პრეტენდენტები დაასახელა

ფიფამ 2016 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ჯილდოს პრეტენდენტები დაასახელა.

ამ წოდების მოპოვებისთვის ერთმანეთს შემდეგი მოთამაშეები შეეცილებიან:

კამილ აბილი (საფრანგეთი; “ლიონი”), მელანი ბერინგერი, სარა დებრიცი (ორივე – გერმანია; “ბაიერნი”), ამანდი ანრი (საფრანგეთი; “პორტლენდი”), საკი კუმაგაი (იაპონია; “ლიონი”), კარლი ლოიდი (აშშ; “ჰიუსტონი”), ჯენიფერ მაროჟანი (გერმანია; “ფრანკფურტი”/”ლიონი”), მარტა (ბრაზილია; “რუსენგორდი”), ლოტა შელინი (შვედეთი; “ლიონი”/”რუსენგორდი”), კრისტინ სინკლერი (კანადა; “პორტლენდი”).

გამარჯვებული ეროვნული ნაკრებების მთავარ მწვრთნელთა, კაპიტანთა, ჟურნალისტთა და გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 2017 წლის 9 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.