“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი დიაკონი გახდა (ფოტოები)

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ფილიპ მალრაინი კათოლიკური ეკლესიის დიაკონი გახდა. 38 წლის ექს-ფეხბურთელი ბელფასტში აკურთხეს.

ფილიპ მალრაინმა პროფესიული კარიერა 2008 წელს დაასრულა და რელიგიურ გზაზე დადგომა გადაწყვიტა. იგი ირლანდიურ კათოლიკურ კოლეჯში 2009 წელს ჩაირიცხა. მალრაინს მომავალი წლის ზაფხულში, სავარაუდოდ, მღვდლად აკურთხებენ.

ფილიპ მალრაინი “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში 1996–1999 წლებში ირიცხებოდა. მან “წითელი ეშმაკების” შემადგენლობაში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი კარიერა “ნორვიჩ სიტიში” განაგრძო. მალრაინი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების რიგებში 1997–2007 წლებში გამოდიოდა. ამ დროის განმავლობაში 27 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.