რეკორდსმენი ადურისი

უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში ბილბაოს “ატლეტიკმა” საკუთარ მოედანზე “გენკი” ანგარიშით 5:3 დაამარცხა.

ბასკთა მხრიდან ხუთივე გოლი არიც ადურისმა გაიტანა, აქედან სამი ბურთი – პენალტის წყალობით. ამრიგად, 35 წლის თავდამსხმელი ევროპის ლიგის არსებობის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ კონკრეტულ შეხვედრაში პენტა-ტრიკის შესრულება ანუ ხუთი გოლის გატანა შეძლო. გარდა ამისა, არიც ადურისი ევროთასების ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მოთამაშეა, რომელმაც პენტა-ტრიკი გაიფორმა.

უეფას თასზე, რომელიც ევროპის ლიგის დაარსებამდე ტარდებოდა, ათი პენტა-ტრიკია შესრულებული.