ზიდანმა “რეალის” მთავარ გუნდში “ახალ დონარუმას” უხმო

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მთავარ გუნდში ახალგაზრდა მეკარეს უხმო.

16 წლის მოჰამედ აირამ რამოს უეიდუ (“მოჰა”) 188 სანიტემეტრის სიმაღლისაა. იგი “სამეფო კლუბის” სკაუტებმა კანარის კუნძულებზე აღმოაჩინეს და რამდენიმე თვის შემდეგ “რეალმა” კონტრაქტიც გაუფორმა. მან “ბლანკოსის” მთავარ გუნდში პირველი ვარჯიში გუშინ ჩაატარა.

კეილორ ნავასი სასურველ ფორმაში არ არის და შესაძლოა, ზიდანმა “რეალის” კარი 16 წლის მოჰას ანდოს, რომელსაც ესპანეთში “ახალ ჯანლუიჯი დონარუმად” უკვე მოიხსენიებენ.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ “რეალის” ახალგაზრდულ გუნდში ანალოგიურ პოზიციაზე თამაშობს ზინედინ ზიდანის ვაჟი ლუკა ზიდანი, რომელიც რამდენიმე დღეში საქართველოში ჩამოვა და საფრანგეთის 19 წლამდე ნაკრებთან ერთად საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.