შოტლანდიურმა კლუბმა ვან დერ სარისგან 27 ყუთი ლუდი მიიღო (ვიდეო)

შოტლანდიურმა ნახევრადსამოყვარულო საფეხბურთო კლუბმა “ისთ კილბრაიდმა” მიჯრით 27-ე ოფიციალური შეხვედრა მოიგო და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

წინა რეკორდსმენი ამსტერდამის “აიაქსი” გახლდათ, რომელმაც სამოცდაათიანი წლების დასაწყისში ზედიზედ 26 მატჩი დაასრულა გამარჯვებით. ჰოლანდიური კლუბის მარკეტინგის დირექტორმა ედვინ ვან დერ სარმა ახალი რეკორდი შოტლანდიურ კლუბს 27 ყუთი ლუდით მიულოცა. მან ტრიუმფატორებს ვიდეოთიც მიმართა.