მაქს მეიერი მისდამი “ტოტენჰემის” ინტერესის არსებობას ადასტურებს

გელზენკირხენული “შალეკს” ვარსკვლავი, მაქს მეიერი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ლონდონური “ტოტენჰემი” გასულ ზაფხულს მის გადაბირებას ცდილობდა.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელს მერსესაიდულ “ლივერპულსაც” უკავშირებდნენ სეზონის დასაწყისში, თუმცა მან საბოლოოდ ბუნდესლიგაში დარჩენა არჩია, სადაც მან უკვე მოასწრო 14 მატჩის ჩატარება.

“სპურსის” ინტერესებზე საუბრისას, მან განაცხადა: “ვიცი, რომ ჩემდამი ინტერესი არსებობდა, მაგრამ “შალკემ” გზა მაშინვე მომიჭრა. რასაც რა თქმა უნდა მალევე შევეგუე. ჩემს მომავალს მაშინ გადავწყვეტ, როდესაც ამის დრო მოვა.”

მაქსის კონტრაქტი გერმანულ კლუბთან 2018 წელს იწურება, კლუბი კი აქტიურად ცდილობს მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას.