“დორტმუნდი” ობამეიანგს 90 მილიონად არ შეელია

დორტმუნდის “ბორუსიამ” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პიერ-ემერიკ ობამეიანგის გაყიდვა არ ისურვა, თუმც გერმანულ კლუბს ინგლისის პრემიერლიგიდან და იტალიის სერია A-დან საკმაოდ სარფიან წინადადებებს სთავაზობდნენ.

როგორც ფეხბურთის იტალიელი აგენტი ვინჩენცო მორაბიტო ამბობს, ლონდონის “არსენალმა” ფეხბურთელის სანაცვლოდ “ბორუსიას” 90 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ გერმანულმა კლუბმა აღნიშნულ წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ობამეიანგის გადაბირებას “ნაპოლიც” ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ.