საკუთარი გუნდის მარცხზე გაკეთებული ფსონები და სამწლიანი დისკვალიფიკაცია

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ახალგაზრდა მწვრთნელი ნიკ ბანიარდი ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

სადისციპლინო კომიტეტმა დაადგინა, რომ 2014 წლის სექტემბრიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით ბანიარდმა საკუთარი კლუბის, “ფროუმ თაუნისა” და ყოფილი კლუბის – “პოლტონ როვერსის” მარცხზე 45 ფსონი გააკეთა. ამის გამო 36 წლის სპეციალისტს 2019 წლის პირველ ივლისამდე დისკვალიფიკაცია ექნება. მას ამ პერიოდის განმავლობაში ყოველგვარი საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა. გარდა ამისა, ნიკ ბანიარდს ჯარიმის სახით სამი ათასი ფუნტ სტერლინგის გადახდაც მოუწევს.