ლონდონური “ჩელსის” ნახევარმცველი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი “სტემფორდ ბრიჯზე” სანაკრებო ბატალიებიდან ნაადრევად დაბრუნდა, რის მიზეზადაც ტრავმა სახელდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 წლის ფეხბურთელმა დაზიანება იტალიასთან, დრამატულ მატჩში მოპოვებული გამარჯვებისას (3-2) მიიღო. შედეგად, ის 21-წლამდელთა ნაკრებს საფრანგეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩში ვერ დაეხმარება.
თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ “ლესტერ სიტის” ვინგერი დემარაი გრეი და “რედინგის” ჯონ სვიფტიც, რომელთა ფიზიკური მდგომარეობაც საკმარისად ძლიერი ვერ აღმოჩნდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ლოფტუს-ჩიკი “ჩელსის” ახალი თავკაცის, ანტონიო კონტესთვის თავის მოწონებას ვერ ახერხებს. მან მხოლოდ ერთხელ მოახერხა ახალ სეზონში “ჩელსის” მაისურით თამაში.