იურგენის სამიზნეთა სიის სათავეში ბერაჰინო და ლაკაზეტი იმყოფებიან

საიდო ბერაჰინო და ალექსანდრე ლაკაზეტი იურგენ კლოპის სამიზნეთა სიაში პირველ პოზიციებს იკავებენ. აღნიშნულ ინფორმაციას Fichajes.net გვატყობინებს.

როგორც იცით, ბოლო დროს “წითლები” არაერთ უცხოელ თავდამსხმელს დაუკავშირეს, მათ შორის ბილბაოს “ატლეტიკის” ინაკი უილიამსსაც, რომლის ესპანეთიდან წასვლის შანსებიც საკმაოდ დიდია.

იმ შემთხვევაში, თუ მერსესაიდელები 22 წლის ინაკისთან შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, კლოპი “ლიონის” თავდამსხმელზე, ლაკაზეტზე გადაერთვება, რომელმაც ლიგა 1-ის 10 მატჩში ამავე რაოდენობის გოლების გატანა მოახერხა.

მსგავსად ლაკაზეტისა, ბერაჰინოსაც საკმაოდ ჰყავს მთხოვნელები, თუმცა იურგენის “ლივერპულში” გადასვლაზე მათ უარის თქმა ნამდვილად გაუჭირდებათ.