გაბორ კირაიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა უნგრელმა კიპერმა გაბორ კირაიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა.

40 წლის მეკარისთვის უნგრეთისა და შვედეთის ნაკრებებს შორის დღეს, ბუდაპეშტში გამართული ამხანაგური შეხვედრა (0:2) საერთაშორისო დონეზე ჩატარებული უკანასკნელი მატჩი გამოდგა. მან უნგრეთის ნაკრების რიგებში 108 შეხვედრა ჩაატარა.

გაბორ კირაი უნგრეთის ეროვნულ ნაკრებში 1998 წელს მოხვდა. იგი ცნობილია იმით, რომ მუდამ სპორტული შარვლით თამაშობდა. კირაიმ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე უნგრეთის ნაკრების მონაწილეობით ჩატარებულ ყველა მატჩში ითამაშა.