როგორც იქნა, “წითელ ეშმაკთა” ფრანგი ნახევარმცველი, პოლ პოგბა კვლავ მძღოლის როლში მოგვევლინა. ეს კი მისი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგების შემდეგ პირველად მოხდა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფეხბურთელი მანჩესტერში 2012 წელს დააჯარიმეს, როდესაც ის 80 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ისეთ ადგილას, სადაც 50 კმ/სთ-ზე ჩქარა მოძრაობა აკრძალული იყო. შედეგად პოგბა 400 ფუნტით დააჯარიმეს და გარკვეული დროით მართვის მოწმობაც ჩამოართვეს.
რაც შეეხება უშუალოდ ავტომობილს, Mercedes GLS 4×4-ს ღირებულება 120 000 ფუნტს შეადგენს და 95 კმ/სთ-ს განვითარებისთვის სულ რაღაც 4.5 წამი სჭირდება.