Daily Star-ის ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი ზამთარში სადიო მანეს ჩანაცვლებას აპირებს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის გამო, მერსესაიდელებს ერთ თვეზე მეტი ხნის მანძილზე დააკლდება.
წყაროს ცნობით, გერმანელმა სპეციალისტმა თვალი “რენის” 24 წლის შემტევს, პოლ-ჟორჟ ნტეპს დაადგა, რომელსაც კლუბთან არსებული კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ასე რომ, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელებს ისღა დარჩენიათ, შესაფერისი წინადადების მიღებისთანავე გაყიდონ ფრანგი თავდამსხმელი.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრის გადაბირებით “ლივერპულთან” ერთად “არსენალი”, “საუთჰემპტონი” და “უოტფორდიცაა” დაინტერესებული.
წლევანდელ სეზონში ნტეპმა, რომელსაც მარჯვენა ფლანგზე ეხერხება თამაში, ცხრაჯერ მოირგო “რენის” მაისური და 3 ასისტიც ჩაიწერა აქტივში.