პაბლო ოსვალდო: “ფეხბურთში ბედნიერი არ ვიყავი”

“რომას”, “საუთჰემპტონის”, ტურინის “იუვენტუსის”, მილანის “ინტერისა” და “ბოკა ხუნიორსის” ყოფილმა თავდამსხმელმა პაბლო ოსვალდომ განმარტა, თუ რატომ დაასრულა პროფესიული კარიერა ნაადრევად.

“ფეხბურთში ბედნიერი არ ვიყავი, ეს სამყარო სავსეა სიბინძურით. ფეხბურთმა ცხოვრებაში ყველაფერი მომცდა და ერთ დროს მეც ძალიან მიყვარდა. მიხაროდა “ბოკა ხუნიორსში” თამაში, მაგრამ ბოლო წლებში მივხვდი, რომ ფეხბურთი ჩემი სამყარო არ იყო. ბევრი რამ მოვიგე, მაგრამ ფეხბურთი ჩემი ცხოვრება არ იყო. როცა მივხვდი, რომ ფეხბურთი ვეღარ მაბედნიერებდა, კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მივიღე”, – ციტირებს ოსვალდოს სიტყვებს “ასი”.

შეგახსენებთ, რომ პაბლო ოსვალდომ ბუცები ლურსმანზე 30 წლის ასაკში დაკიდა. მან ფეხბურთს მუსიკა ამჯობინა.