“ტორინო” და გუნდის თავდამსხმელი ანდრეა ბელოტი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.
“ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, ახალი შრომითი ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში. გარდა ამისა, “ტორინო” 22 წლის ფეხბურთელს ჯამაგირს წელიწადში 1,5 მილიონ ევრომდე გაუზრდის.
აღსანიშნავია, რომ განახლებულ კონტრაქტში ბელოტის გამოსასყიდ თანხად 94 მილიონი ევრო ჩაიწერება.
ანდრეა ბელოტიმ იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 11 მატჩში 10 გოლი გაიტანა.