ნ’ზონზის აგენტი: “სტივენს “სევილიადან” წასვლა უნდა”

სტივენ ნ’ზნონზის აგენტი აცხადებს, რომ ფრანგ საყრდენ ნახევარმცველს ანდალუსიური “სევილიას” დატოვება სურს.

“სიმართლე ისაა, რომ სტივენ ნ’ზონზის “სევილიადან” წავსლა უნდა. ამის შესახებ კლუბში ყველამ იცის. იმედი მაქვს, ანდალუსიელთა ხელმძღვანელობა სწორ არჩევანს გააკეთებს და ჩემს კლიენტს გაყიდის,” – აცხადებს აგენტი.

საგულისხმოა, რომ ბოლო რამდენიმე სატრანსფერო ფანჯრის მანძილზე არსენ ვენგერს სრუს 28 წლის მოთამაშის დამატება. საინტერესოა, ვიცილავთ თუ არა ამ ზაფხულშივე ფრანგს “არსენალში”.

ნ’ზონზი “სიტისაც” მოუნდა

ესპანური გამოცემა, As-ი იტყობინება, რომ, “იუვენტუსისა” და “ჩელსის” შემდეგ, ანდალუსიის “სევილიას” საყრდენი ნახევარმცველი, სტივენ ნ’ზონზი “მანჩესტერ სიტისაც” სურს.

ფრანგი ნახევარმცველი 2015 წელს “სტოკ სიტიდან” გადავიდა ესპანურ გუნდში და წელიწად-ნახევრის მანძილზე ბევრი გრანდის ყურადღება მიიპყრო. უკვე ნახსენები კლუბების გარდა, ნ’ზონზი “ბარსელონასა” და “ლესტერსაც” სურს.

რაც შეეხება “სიტის”, გვარდიოლას გუნდში დაცვის მხრივ სიტუაცია არც ისე კარგადაა. ტრავმირებულია კომპანი და გიუნდოგანი. “სევილიას” ნახევარმცველი კი შესაძლოა, ორივე პოზიციაზე ნახსენები ფეხბურთელების იდეალური შემცვლელი აღმოჩნდეს.

“ქალაქელები” მარტივად ვერ შეიძენენ 28 წლის სპორტსმენს. თუნდაც ის უნდა აღვნიშნოთ, რომ “იუვემ” უკვე გააკეთა 26.5 მილიონიანი (ფუნტი) შეთავაზება.

“იუვენტუსის” ხელმძღვანელები ნ’ზონზის გადაბირებას აპირებენ

ესპანური “სევილიას” ნახევარმცველი, სტივენ ნ’ზონზი “იუვენტუსის” ინტერესთა სფეროში მოექცა. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული მადრიდული გამოცემა, Marca ადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინელთა ხელმძღვანელების ყურადღბა 28 წლის ფრანგმა ჰავბეკმა ჩემპიონთა ლიგის მატჩებში კარგი ასპარეზობით მიიქცია.

ნ’ზონზის გადასაბირებლად “ბებერ ქალბატონს” ხაზინიდან დაახლოებით 30 მილიონი ევროს გატანა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ნ’ზონზის, რომელმაც ლა ლიგის წლევანდელი სეზონის 10 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა, ინგლისურ “სტოკ სიტიში” თამაშის გამოცდილებაც გააჩნია, სადაც მან 3 წელი გაატარა.