საფრანგეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში “პარი სენ-ჟერმენმა” “ლიონი” სტუმრად ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ უხერხული ეპიზოდი მოხდა. პარიზელთა ნახევარმცველი ჰატემ ბენ არფა ჟურნალისტებს კომენტარს აძლევდა, როდესაც მასთან მისი ყოფილი გუნდის, “ლიონის” პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა მივიდა და გადაკოცნა დააპირა, თუმცა ფეხბურთელმა იგი მკაცრი უარით გაისტუმრა.
— “ლიონის” პრეზიდენტი: “არ გადამკოცნი?”
— ჰატემ ბენ არფა: “პრესას ველაპარაკები”.