ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ლივერპულმა” “ლიდს იუნაიტედი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
შეხვედრაში მეორე გოლი მერსისაიდელთა 17 წლის თავდამსხმელმა ბენ ვუდბერნმა გაიტანა. იგი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც “ლივერპულის” ფორმით გოლი გაუტანია. ვუდბერნმა მაიკლ ოუენის რეკორდი გააუმჯობესა. ოუენმა “ენფილდროუდელთა” რიგებში პირველი გოლი 17 წლისა და 143 დღის ასაკში გაიტანა, ვუდბერნი კი 17 წლისა და 45 დღის გახლდათ.