თვითმფრინავის ბორტზე 77 ადამიანი იმყოფებოდა და არა 81

თვითმფრინავში, რომლითაც ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი “შაპეკოენსე” მგზავრობდა, სინამდვილეში 77 პირი იმყოფებოდა და არა 81.

“ტელეგრაფის” ცნობით, მათგან ცხრა ეკიპაჟის წევრი, 68 კი მგზავრი იყო. ბოლო ინფორმაციით, ავიაკატასტროფას ექვსი ადამიანი გადაურჩა.

“შაპეკოენსე” კოლუმბიაში მიფრინავდა, სადაც “ატლეტიკო ნასიონალთან” სამხრეთ ამერიკის თასის ფინალური მატჩი უნდა ეთამაშა. ავიაკატასტროფა კოლუმბიის ქალაქ მედელინთან მოხდა.