“რომას” დონალდ ტრამპი დაეხმარება?

ამერიკის შეერთებული შტატების ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა, “რომას” ახალი სტადიონის პროექტში ინვესტირება განახორციელოს.

ამერიკული პრესა იუწყება, რომ ტრამპსა და იტალიური კლუბი პრეზიდენტ ჯეიმს პალოტას შორის მოლაპარაკებები უკვე გაიმართა. ტრამპმა წარსულში “რომას” ხელმძღვანელთა რამდენიმე წარმატებული პროექტი დააფინანსა. ასე რომ, მხარეებს ერთანეთთან საქმიანი ურთიერთობის კარგი გამოცდილება აქვთ.

L’Espresso-ს თანახმად, “რომამ” ფინანსური მხარდაჭერა შესაძლოა, ჩინელებისგანაც მიიღოს. სტადიონის მშენებლობა 2017 წლის გაზაფხულზე უნდა დაიწყოს.

Roma stadium