მეკარემ ბოლო წუთზე “მაკრატელა” გაიტანა და გუნდი მარცხისგან იხსნა (ვიდეო)

სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში “ბაროკასა” და “ორლანდო პაირეტსს” შორის გამართულ მატჩში გოლი მეკარემ გაიტანა.

კომპენსირებულ დრომდე შეხვედრას სტუმრები ანგარიშით 1:0 იგებდნენ. მასპინძელთა კუთხურის დროს მეტოქის საჯარიმოში “ბაროკას” კიპერიც ჩავიდა. ჩაწოდების შემდეგ ბურთი მუშტებით სტუმართა მეკარემ მოიგერია, თუმცა საქმეში მასპინძელთა კიპერი მასულუკე ოსკარინე ჩაერთო, რომელმაც “მაკრატელა” დაარტყა და ანგარიშიც გაათანაბრა – 1:1. შეხვედრა ფრედ დასრულდა.