1 დეკემბერს მეორე ლიგის შეხვედრები გაიმართა.
ერთ-ერთ მატჩში ერთმანეთს აღმოსავლეთ A ზონის გუნდები, “ნორჩი დინამო” და “თიანეთი” დაუპირისპირდნენ. პირველი მათგანი ჯგუფში ლიდერია, ხოლო მისი მეტოქე კი ბოლო ადგილზე ნული ქულით იმყოფება. შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა – “ნორჩმა დინამომ” “თიანეთი” არ დაინდო და 25 უპასუხო გოლი გაუტანა.
18 ტურის შემდეგ თბილისური კლუბი 46 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან “არაგვს” 11 ქულით უსწრებს.