ლონდონის “არსენალის” ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გუნდის ოთხი ფეხბურთელი: უოლკოტი, კოშელნში, კოკლინი და მონრეალი მაღლიდან ჩამოვარდნილი ბურთის დამორჩილებაში შეეჯიბრნენ.
საბოლოოდ, ტეო უოლკოტმა 34 მეტრიდან ჩამოვარდნილი ბურთის დამორჩილება შეძლო. ამით მან მოხსნა ცნობილი “ფრისთაილერის”, ჯონ ფარნოვრთის (32 მეტრი) რეკორდი. ასევე, უოლკოტმა მესისაც აჯობა (18 მეტრი).