მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, დიეგო მარადონა ამ დროისთვის კუბაში იმყოფება, სადაც ის თავისი “მეორე მამის”, ფიდელ კასტროს დაკრძალვას უნდა დაესწროს, რომლის ტატუც არგენტინელის მარცხენა ფეხს ამშვენებს.
“ვთვლი, რომ მსოფლიომ თავისი ლიდერი დაკარგა. შესაძლოა, დღეს მსოფლიოში ბევრი მოთამაშე იყოს, მაგრამ ის განსაკუთრებული იყო, მსოფლიო გუნდის მეთაური.
რთულია, დღეს სამხრეთ ამერიკაში, ან თუნდაც ევროპაში მოძებნო ისეთი ქარიზმატული და შეძლებული ლიდერი, როგორიც ის იყო.
სწორედ ფიდელი იყო ის ადამიანი, რომელიც რჩევებს მაძლევდა, გულწრფელად მესაუბრებოდა, მეუბნებოდა რა უნდა გამეკეთებინა და რა – არა.”
შეგახსენებთ, რომ 90 წლის ფიდელ კასტრო ამა წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა.