“ვასკესის ეპიზოდში მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა”

ესპანურ გამოცემა Marca-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ესპანეთის ჩემპიონატის ყოფილმა მსაჯმა, ოლივერმა “ელ კლასიკოს” სადავო მომენტები განსაჯა და აღნიშნა, რომ მატჩის მთავარმა არბიტრმა რამდენიმე მცდარი გადაწყვეტილება მიიღო.

“როგორც აქიდან ჩანს, მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა. მაშერანოსა და მადრიდის “რეალის” ფეხბურთელს შორის კონტაქტი ნამდვილად იყო და როგორც ჩანს, კლოს გომესმა პენალტის არდანიშვნით შეცდომა დაუშვა.” – განაცხადა ექს-არბიტრმა ანდუიარ ოლივერმა.

ოლივერმა შემდეგ მომენტზეც გააკეთა კომენტარი, როდესაც პენალტის დანიშვნას კრიშტიანუ რონალდუ ითხოვდა.

“მსაჯისთვის ამის შორიდან შემჩნევა ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ ტელევიზორში გამოჩნდა, რომ მაშერანო ბურთისთვის მებრძოლი რონალდუს მაისურს ქაჩავდა.”