Calciomercato-ს მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელები “უდინეზეს” კარის დარაჯის, ალექს მერეტის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი.
იტალიურ პრესას თუ ვენდობით, სწორედ ახალგაზრდა იტალიელმა მეკარემ უნდა შეითავსოს ჯანლუიჯი ბუფონის მემკვიდრის როლი, რომელიც კარიერის დასრულებას 2018 წელს აპირებს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ 19 წლის მერეტი ამ დროისთვის “სპალის” რიგებში ირიცხება, რომელიც იტალიის რანგით მეორე დივიზიონში გამოდის.
როგორც გვაცნობებენ, იტალიური სერია ა-ს ლიდერებმა უკვე მიაღწიეს ფინანსურ შეთანხმებას “უდინეზესთან”, რომლის თანახმადაც, “ბებერ ქალბატონს” ახალგაზრდა მეკარის სანაცვლოდ 5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რასაც შესაძლოა, ბონუსებიც დაემატოს.