რუსეთში შესაძლოა, ვიდეოთამაშ FIFA 17-ის წინააღმდეგ სანქცია დააწესონ. ამ ინიციატივით რუსეთის დუმის წევრები გამოდიან.
“ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ ვიდეოთამაში FIFA, რომელსაც კომპანია EA Canada ქმნის, მომხმარებლებს ინგლისის პრემიერლიგის მასშტაბური კამპანიის – “ცისარტყელის თასმები” მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რომელიც ლგბტ საზოგადოებისადმი არის მიმართული.
აუცილებელია, მივმართოთ არა ვიდეოთამაშის დეველოპერებს, არამედ შესაბამის ორგანოებს, რათა რუსეტის ფედერაციის ტერიტორიაზე თამაშის გავრცელების შესაძლებლობა გადაამოწმონ. თითოეულ სახელმწიფოს გააცნია შიდა კანონები და ნორმები, რომელიც უნდა დავიცვათ”, – განაცხადეს რუსეტის დუმაში.