“შუქურას” ფანმა მატჩის მიმდინარეობისას “სიონის” ქომაგებს ბანერი მოპარა (ვიდეო)

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის დღეს ქობულეთის “შუქურასა” და ბოლნისის “სიონს” შორის განმეორებითი მატჩი გაიმართა. შეხვედრა აჭარლების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. “შუქურამ” “სიონი” ორი მატჩის ჯამში 5:4 დაამარცხა და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. დღევანდელი შეხვედრის მეორე ტაიმის მიმდინარეობისას “შუქურას” ფანი “სიონის” ქომაგთა სექტორთან მიიპარა და მათ საგულშემატკივრო ბანერი მოპარა, რის ამსახველ ვიდეოსაც აქვე გთავაზობთ.