მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” მცველმა ალვარო დომინგესმა 27 წლის ასაკში პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა.
მადრიდის “ატლეტიკოს” რიგებში ევროპის ლიგის 2010 და 2012 წლების გამარჯვებულმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრავმებთან ბრძოლით დაიღალა და ბუცებს ლურსმანზე ჰკიდებს. დომინგესმა ბოლო ორ სეზონში რამდენიმე მატჩი ჩაატარა, უმეტესი პერიოდი კი ლაზარეთში გაატარა.
ალვარო დომინგესმა ორი ოპერაცია გაიკეთა და ფეხბურთის თამაშის გაგრძელების შემთხვევაში, ესპანელ მცველს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირად გახდომის საფრთხე ემუქრებოდა.