“გალათასარაის” ფორვარდმა გოლი პოლიციელებთან ერთად აღნიშნა

თურქული “გალათასარაის” ვინგერმა, იასინ ოცტეკინმა კვირას, “გაზიანტეპსპორის” კარში გატანილი გოლი განსაკუთრებულად აღნიშნა.

როგორც იცით, შაბათს სტამბულში, “ბეშიქთაშის” სტადიონის მახლობლად რამდენიმე ტერაქტი განხორციელდა. ტერორისტებმა მიზანში სამართალდამცავები ამოიღეს, შედეგად კი პოლიციის 30 ოფიცერი დაიღუპა ამ დღეს (რამდენიმე უდანაშაულო მოქალაქესთან ერთად).

დაღუპულთა პატივსაცემად, ოცტეკინმა გოლი სამართალდამცავებთან ერთად აღნიშნა. მატჩის ბოლოს კი, ფეხბურთელები სათითაოდ შეხვდნენ პოლიციელებს და გადაეხვივნენ მათ.