დიდი ალბათობით, „მონაკო“ ზაფხულში ვიდიჩს დაიმატებს

„,მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველმა ნემანია ვიდიჩმა, შესაძლოა, კარიერა „მონაკოში“ გააგრძელოს, რის შესახებაც The Independent-ი იტყობინება.

არსებული კონტრაქტი მხარეებს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე აკავშირებთ, შესაბამისად, სერბი „წითელ ეშმაკებს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაცით, აქამდე 32 წლის მოთამაშის შეძენის სურვილი ასევე „ფიორენტინას“, „იუვენტუსისა“ და „გალათასარაის“ ხელმძღვანელებსაც ჰქონდათ.

ალექსანდრე მატევოსოვი