“რომა” მზადაა, “ინტერს” რუდიგერი 40 მილიონ ევროდ მიყიდოს

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ანტონიო რუდიგერს კარიერის გაგრძელება მილანის “ინტერში” სურს, “რომა” კი მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს მიღებას ლამობს.

როგორც იცით, “ნერაძურის” ხელმძღვანელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის დაცვითი პოტენციალის გაძლიერებას აპირებენ, რისთვისაც რუდიგერის გადაბირება ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია.

calciomercato-ს ცნობით, ფეხბურთელმა უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტი მილანურ კლუბთან.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ რუდიგერს ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს “რომას” სპორტულ დირექტორთან, მონჩისთან.

იტალიურმა “რომამ” “ჩელსის” გაცვლა შესთავაზა

Il Tempo-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “რომას” ხელმძღვანელები იმდენად არიან დაინტერესებულნი ფაბრეგასის გადაბირებით, რომ მზად არიან ამისთვის გუნდის ერთ-ერთ ლიდერსაც შეელიონ.

წყაროს ცნობით, “არისტოკრატები” კატეგორიულად უარობენ ფაბრეგასის სხვა პრემიერ ლიგური კლუბისთვის მიყიდვას, რაც “ჯალოროსის” წისქვილზე ასხამს წყალს.

რაც შეეხება ნახსენებ “რომაელს”, ლონდონელთა ბანაკში გადასვლასთან ახლოს რაჯა ნაინგოლანი და ანტონიო რუდიგერი არიან.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ 29 წლის ესპანელი ნახევარმცველისადმი ინტერესი “მილანმაც” გამოთქვა. ასე რომ, დედაქალაქელებს სიჩქარე მართებთ.