შოვკოვსკიმ კარიერა დაასრულა

კიევის “დინამოს” კიპერმა ოლექსანდრ შოვკოვსკიმ 41 წლის ასაკში პროფესიული კარიერა დაასრულა.

“ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული. დასასრულს მიუახლოვდა ჩემი კარიერაც, რომელმაც 20 წელზე დიდხანს გასტანა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბედნიერი ვიყავი, დამეცვა კიევის “დინამოს” ღირსება. ჩემს კარიერაში ყოფილა როგორც გამარჯვებები, ასევე დამარცხებები, როგორც ტრიუმფი, ასევე წარუმატებლობა. მთელი ამ წლების განმავლობაში აქ ყოფნით ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ახლა კარიერის დასრულება გადავწყვიტე. დადგა დრო, რომ კლუბსა და ქომაგებს მადლობა გადავუხადო”, – შოვკოვსკის განცხადება “დინამოს” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოლექსანდრ შოვკოვსკი კიევის “დინამოს” ღირსებას 1993 წლიდან იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში იგი 14-ჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი, ათჯერ დაეუფლა ქვეყნის თასს, ექვსჯერ კი სუპერთასს, ოთხჯერ მოიგო თანამეგობრობის თასი. ევროპის ლიგის 2010-2011 წლების სეზონში შოვკოვსკი ტურნირის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს. ოლექსანდრ შოვკოვსკი უკრაინის ეროვნული ნაკრების კარს 1994-2012 წლებში იცავდა. ამ ხნის განმავლობაში მან ნაკრების ფორმა 92 შეხვედრაში მოირგო.