ოფიციალურად: “ბირმინგემი” ძოლამ ჩაიბარა

“ბირმინგემის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯანფრანკო ძოლა დაინიშნა.

ინგლისურმა კლუბმა 50 წლის სპეციალისტს 2,5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანფრანკო ძოლა 2015-2016 წლებში “ალ-არაბიში” მუშაობდა. ყატარული კლუბის ხელმძღვანელობამ იტალიელი სპეციალისტი დაკავებული პოსტიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლა.

“ბირმინგემს” ინგლისის ჩემპიონშიფის” სატურნირო ცხრილში 34 ქულით მეშვიდე პოზიცია უკავია.