ამსტერდამის “აიაქსის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, დაიშოუნ რედანმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგებისკენ.
Daily Mail-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, 15 წლის ფეხბურთელი უკვე მანჩესტერში იმყოფება, სადაც მან შეხვედრა უნდა გამართოს “წითელი ეშმაკების” წარმომადგენლებთან.
მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა (თებერვლის თვეში გახდება 16 წლის), რედანმა უკვე დაიმკვიდრა ადგილი ჰოლანდიის 17-წლამდელთა ნაკრებსა და “აიაქსის” ახალგაზრდულ გუნდში, სადაც ის რვა წლის ასაკიდან ასპარეზობს.
ცენტრალური თავდამსხმელის, ან ვინგერის პოზიციაზე თამაშით რედანმა საკმაოდ დიდი რაოდენობის გოლების გატანა მოახერხა. სწორედ ამით მიიქცია მან პრემიერ ლიგელი გიგანტების ყურადღება.