“ტოტენჰემი” უილფრედ ზაჰას მიუბრუნდა

Daily Express-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ლონდონის “ტოტენჰემის” მესვეურებმა “კრისტალ პალასის” ვინგერის, უილფრედ ზაჰას მიმართ ინტერესი განაახლეს.

როგორც იცით, “მამლები” კოტ-დ’იუვარელი ფეხბურთელის გადაბირებას ზაფხულში 12 მილიონად ცდილობდნენ, თუმცა ამაოდ. ზამთარში კი “უაით ჰართ ლეინის” ბინადრებს არ უაქტიურიათ.

თუმცა, ლონდონელთა ამჟამინდელი ფორმა მაურისიო პოჩეტინოს აგრძნობინებს, რომ გუნდში ისეთი ფეხბურთელი სჭირდება, როგორიც 24 წლის ზაჰაა.

Express-ის ცნობით, “მამლები” “სელჰარსტ პარკის” ბინადრებისათვის 25 მილიონი ფუნტის შეტავაზებას აპირებენ.

პოლ პოგბამ პრემიერ ლიგაში ბურთი ყველაზე მეტჯერ დაკარგა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგმა ნახევარმცველმა, რომლის მოვალეობასაც ბურთის შენარჩუნებაც შეადგენს, ახალ სეზონში ბურთი 50-ჯერ დაკარგა მისი ცუდად მიღების გამო – მეტჯერ, ვიდრე პრემიერ ლიგის სხვა რომელიმე ფეხბურთელმა.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ “წითელ ეშმაკთა” მხრიდან მხოლოდ მეკარეს, დავიდ დე ხეას აქვს უფრო მეტი წუთი ნათამაშები პრემიერ ლიგის 2016/17 წლების სეზონში, ვიდრე პოგბას.

თუმცა, ამ სამარცხვინო სტატისტიკამ მას ხელი არ შეუშალა და პრემიერ ლიგის მე-16 ტურის გმირი გახდა (“მანჩესტერ იუნაიტედისთვის”), მოახერხა ეს რა “კრისტალ პალასთან” მოგებულ მატჩში (1-2) საკუთარ აქტივში გოლისა და საგოლე გადაცემის ჩაწერაით .

ბურთი კი ყველაზე მეტჯერ, 55-ჯერ “კრისტალ პალასის” ვინგერს, უილფრედ ზაჰას აართვეს. თუმცა მისი გამართლება იმ ფაქტითაც შეიძლება, რომ სწორედ მას აქვს დრიბლინგის ყველაზე მეტი, 115 მცდელობა პრმემიერ ლიგაში.