“რომას” ვინგერი, დიეგო პეროტი იზიარებს ჯანლუიჯი ბუფონის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, იტალიის ჩემპიონის ბედი ჯერ არაა გადაწყვეტილი და რომ “რომას” ჩემპიონობის რეალური შანსები გააჩნია.
“ბუფონი მართალი იყო, როდესაც თქვა, რომ “რომას” ტიტულისთვის ბრძოლა ისევ შეუძლია.” – განაცხადა პეროტიმ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.
“ჩვენ “ნაპოლის”, “მილანის”, “ინტერისა” და “ლაციოს” დამარცხება მოვახერხეთ. ასეთ გუნდებს კი ისე, უბრალოდ ვერავინ მოუგებს. “სკუდეტოსთვის” მებრძოლი გუნდების დაუმსახურებლად დამარცხება უბრალოდ შეუძლებელია.
მართალია, აქამდე რამდენიმე ძალზედ საჭირო ქულა დავკარგეთ და ახლა 4 ქულით ჩამოვრჩებით ლიდერს, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა.” – განაცხადა იტალიელმა ფეხბურთელმა.