“შაპეკოენსეს” მცველი ალან რუშელი ტრაგიკულ ავიაკატასტროფას ცოცხალი გადაურჩა. იგი საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს. რუშელმა პრესკონფერენციაზე დაღუპული თანაგუნდელები გაიხსენა და ცრემლები ვერ შეიკავა. მან პირობა დადო, რომ ფეხბურთში დაბრუნებისთვის ყველაფერს გააკეთებს.